პარუნაშვილის სიხარული და სხირტლაძის იმედგაცრუება - ელოშვილის სადებიუტო გოლი
Aa
Aa

პარუნაშვილის სიხარული და სხირტლაძის იმედგაცრუება - ელოშვილის სადებიუტო გოლი

დანიის სუპერლიგას ლაშა პარუნაშვილის ''ესბიერგი'' დაუბრუნდა, რომელმაც ფლეი-აუტის გადამწყვეტ მატჩში 3:0 დაამარცხა ''სილკებორგი.''

''ესბიერგის'' მაისურით ამპლუით ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა 90 წუთი ითამაშა. რაც შეეხება დავით სხირტლაძეს, ის თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 0:0 იყო. 74-ე წუთზე სხირტლაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.

''ესბიერგის'' მხრიდან 20 წლის დანიელმა ფორვარდმა ანდრეს დრეიერმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. მესამე დამატებულ წუთზე პარუნაშვილი გააფრთხილეს.

შეგახსენებთ, 2016-17 წლების სეზონში ''ესბიერგი'' სუპერლიგიდან გავარდა, მას პარუნაშვილი რანგით მეორე ლიგაში გაყვა და შემდეგ სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს. რაც შეეხება სუპერლიგიდან გავარდნილ დავით სხირტლაძეს, მისი მომავალი ამ ეტაპზე გაურკვეველია.

გამარჯვების შემდეგ პარუნაშვილმა instagram-ზე ვიდეო ატვირთა

დავით სხირტლაძე ''სილკებორგთან'' ერთად პირველი დივიზიონიდან სუპერლიგაში აღზევდა, სადაც გუნდმა ორი სეზონი გაატარა. მეორე სეზონის მიწურულს ''სილკებორგმა'' ფლეი-აუტში წარუმატებლად ითამაშა და პირველ დივიზიონს დაუბრუნდა.

 

ავსტრიის რანგით მეორე ლიგის სეზონის ბოლო ტურში ''რიდმა'' შინ 7:1 გაანადგურა ''კაპფენბერგი,'' რომლის მხრიდან ერთადერთი გოლი ლევან ელოშვილმა გაიტანა. ლევანი სასტარტოში მეორედ მოხვდა და 90 წუთი ითამაშა. თამაშის შედეგზე გავლენა მოახდინა იმ ფაქტია, რომ ელოშვილის გუნდმა მეორე ტაიმი რიცხვობრივ უმცირესობაში, 10 ფეხბურთელით გაატარა.

20 წლის ფეხბურთელი ავსტრიულ გუნდში მეორე სეზონს ატარებს. მან გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატის 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი დასკვნით ტურში შეაგდო. ქართველმა ნახევარმცველმა პროფესიულ დონეზე სადებიუტო გოლი სწორედ ''რიდთან'' გაიტანა.

 

ავსტრიის პირველი ლიგის 10-გუნდიან ჩემპიონატში ''კაპფენბერგი'' 35 ქულით მე-8 ადგილზე გავიდა. ელოშვილის გუნდი შემდეგ სეზონში კვლავ პირველ ლიგაში იასპარეზებს. გია გეგუჩაძის მთავარი მწვრთნელობისას ელოშვილი საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები