უეფამ 2020 წლის ევროპა ლიგისა და ევროპის სუპერთასის ფინალის მასპინძლები დაასახელა
უეფამ ევროპა ლიგის 2020 წლის ფინალის მასპინძელი სტადიონი დაასახელა. 2019-20 წლის სეზონის ფინალის მონაწილეები პოლონეთის ქალაქ გდანსკში ''არენა გდანსკზე'' ითამაშებენ.
სტადიონი 2011 წელს გაიხსნა და ევრო 2012-ის ოთხ შეხვედრას უმასპინძლა (ჯგუფური ეტაპის 3 შეხვედრა და 1 მეოთხედფინალი: გერმანია - საბერძნეთი 4:2). აღნიშნულ სტადიონზე საშინაო შეხვედრებს გდანსკის ''ლეხია'' მართავს.
პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა აღნიშნულ სტადიონზე არაერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გდანსკი ჩრდილოეთ პოლონეთში მდებარეობს და ლეტნიცას მეზობელი ქალაქია.
ევროპის 2020 წლის სუპერთასის ფინალი პორტუში ''დრაგაოზე'' გაიმართება. საფეხბურთო შეხვედრებზე ''დრაგაო'' 50 033 მაყურებელს იტევს. აღნიშნულ სტადიონზე კონცერტები გამართეს შემდეგმა ჯგუფებმა: Rolling Stones, Coldplay, One Direction.
ევრო 2004-ის გახსნითი შეხვედრა ''დრაგაოზე'' გაიმართა, როცა საბერძნეთმა 2:1 დაამარცხა მასპინძელი პორტუგალია.
''დრაგაო'' 2003 წელს აშენდა. მშენებლობისთვის 125 მილიონი ევრო დაიხარჯა. 2003 წლიდან ''პორტუ'' საშინაო მატჩებს ''დრაგაოზე'' ატარებს. ასევე გარკვეულ შეხვედრებს ამ სტადიონზე პორტუგალიის ეროვნული გუნდი მართავს.
