ლობჟანიძის მე-12 გოლი - ''რანდერსს'' მიზნამდე ერთი მატჩი აშორებს
Aa
Aa

ლობჟანიძის მე-12 გოლი - ''რანდერსს'' მიზნამდე ერთი მატჩი აშორებს

დანიის სუპერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა ''რანდერსმა'' გადათამაშების მეორე ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად 2:1 დაამარცხა ''ლიუნგბიუ.'' ანგარიში 30-ე წუთზე ''რანდერსის'' ქართველმა შემტევმა საბა ლობჟანიძემ გახსნა. 23 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში სუპერლიგისა და ფლეი-ოფის ჩათვლით 32 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ''ლიუნგბიუს'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. საპასუხო შეხვედრა 21 მაისს გაიმართება. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული სუპერლიგაში ადგილს გაინაღდებს.

საბა ლობჟანიძის გოლი 

 

დანიის სუპერლიგაში დარჩენისთვის ასევე იბრძვის ''სილკებორგი,'' რომელიც სტუმრად ''ჰელსინგორს'' დაუზავდა - 1:1. ''სილკებორგის'' მაისურით 72-ე წუთზე დავით სხირტლაძე ჩაერთო თამაშში. ''სილკებორგის'' მეორე ქართველი ფორვარდი მათე ვაწაძე ტრავმირებულია. საპასუხო შეხვედრა 21 მაისს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები