ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი, კოლინ სექსტონი
Aa
Aa
1 კომენტარი

23 ქულა, 5 სამქულიანი და +20 | მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ლეიკერსში

სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო. „დეტროიტ პისტონსთან“ გამარჯვების შემდეგ ლუკა დონჩიჩი და კომპანია ატლანტას ესტუმრნენ და „ჰოუქსი“ 124:114 დაამარცხეს.

„მამუმ“ „ლეიკერსის“ მაისურით მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 32 წუთი და 16 წამი გაატარა და 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

სანდრომ 13-დან 7 სროლა გამოიყენა — 5-დან 2 ორქულიანი, 8-დან 5 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო. როდესაც მამუკელაშვილი პარკეტზე იყო, „ლეიკერსმა“ „ატლანტაზე“ 20-ით მეტი ქულა ჩააგდო, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.

„მამუს“ 8-დან 1 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა, ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა. „ლეიკერსის“ რიგებში სანდროზე მეტი ქულა მხოლოდ ლუკა დონჩიჩს ჰქონდა, რომელიც სამმაგ დუბლთან ახლოს იყო — 32 ქულა, 8 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა. უოკერ კესლერმა 21 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო კოლინ სექსტონმა 18 ქულა მიითვალა.

ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 10 მოგება და 2 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს გამართავს და სტუმრად „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები 1

  1. გუდ

    გუდ

    პასუხიშეტყობინება

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარამ რონალდუს აჯობა, მაგრამ... | 2026 წლის მსოფლიო ნაკრები ცნობილია
კვარამ რონალდუს აჯობა, მაგრამ... | 2026 წლის მსოფლიო ნაკრები ცნობილია