Aa
Aa

ბექა ლომთაძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის ბექა ლომთაძე ფინალურ შეხვედრაში რუს ჰაჯიმურად რაშიდოვთან 1:4 დამარცხდა.

გარკვეულ ეპიზოდებში მთავარი მსაჯი მასპინძელი სპორტსმენის მხარეს იყო და ქართველი მოჭიდავე აშაკარად დაჩაგრა.

ბექა ლომთაძემ, რომელიც 61 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, ნახევარფინალში დამაჯერებლად დაამარცხა აზერბაიჯანელი ჰასან ზადა. ქართველმა მოჭიდავემ პირველივე პერიოდში 12:0 გაანადგურა მეტოქე.

ბექა ლომთაძე  2016 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. გარდა ამისა ევროპის ჩემპიონატზე მოუპოვებია ვერცხლის მედალი. დღეს ლომთაძემ კარიერაში მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა ევროპირველობაზე.

შეგახსენებთ, დღეს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის 125 კგ წონით კატეგორიაში ფინალური შეხვედრა გენო პეტრიაშვილსა და თურქ ტაჰა აკგულს შორის გაიმართება.

ასევე იხილეთ: გენო პეტრიაშვილი და ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ!

ცხელი ამბები