გენო პეტრიაშვილი და ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ!
Aa
Aa

გენო პეტრიაშვილი და ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ!

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბექა ლომთაძემ და გენო პეტრიაშვილმა ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. ნახევარფინალში დამარცხებულები სანდრო ამინაშვილი (86) და ირაკლი მწითური (92) ბრინჯაოს მედლის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

ბექა ლომთაძემ, რომელიც 61 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ზაჰან ზადა დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტი ბრძოლა ლომთაძესა და რუსეთის სახელით მოასპარეზე ჰაჯიმურად რაშიდოვს შორის გაიმართება.

125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა მოსალოდნელი გამარჯვება მოიპოვა. მან პოლონელ რობერტ ბარანის ბარიერი დაძლია და ფინალში თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება.

ფინალური შეხვედრები 6 მაისს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ცხელი ამბები