''შემდეგი სეზონი ჩაკვეტაძის იქნება'' - ''გენტის'' დირექტორი ''დინამოს'' აკადემიას ესტუმრა
Aa
Aa

''შემდეგი სეზონი ჩაკვეტაძის იქნება'' - ''გენტის'' დირექტორი ''დინამოს'' აკადემიას ესტუმრა

საფეხბურთო კლუბ ''გენტის'' დირექტორი მიშელ ლუაჟი თბილისის ''დინამოს'' აკადემიას ესტუმრა. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის ოფიციალურმა facebook-ის გვერდმა ლუაჟის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც ბელგიელი გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ საუბრობს.

ლუაჟის თქმით სილამაზით, შესაძლებლობებითა და ხარისხით ''დინამოს'' აკადემია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. როგორც ''გენტის'' დირექტორმა აღნიშნა, 18 წლის ქართველი ტალანტი პროფესიულ უნარებს ეუფლება, გარდა ამისა სწავლობს ინგლისურ ენას და შემდეგი სეზონი მისი იქნება.

 

ჩაკვეტაძის სადებიუტო სეზონი ბელგიაში

თბილისის ''დინამოს'' აღზრდილმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურით ბოლო მატჩი 17 წლის ასაკში ბათუმის ''დინამოსთან'' 2017 წლის 26 აგვისტოს ჩაატარა. 2017-18 წლების სეზონის დასაწყისში თბილისის ''დინამოდან'' ბელგიურ ''გენტში'' გადავიდა. ქართველი ტალანტის დებიუტი ''გენტის'' შემადგენლობაში პირველ ოქტომბერს ''ბრიუგესთან'' შედგა. მთავარმა მწვრთნელმა ნახევარმცველი 82-ე წუთზე ჩართო თამაშში. საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ''გენტის'' რიგებში 16 მატჩში 1 გოლი შეაგდო. სადებიუტო გოლი 2018 წლის 21 იანვარს ''ლოკერენს'' გაუტანა.

 ამჟამად ბელგიის ელიტარული ლიგის საუკეთესო ექვსეულში ''გენტი'' 32 ქულით მე-4 ადგილზეა და მესამეადგილოსან ლიეჟის ''სტანდარდს'' 3 ქულით ჩამორჩება. გათამაშების დასრულებამდე 4 ტური რჩება.

ზარანდიას ვერცხლის მედალი - მერებაშვილის გუნდის შანსი გაიზარდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები