ზარანდია ფინალს გამოტოვებს - ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებულია
პოლონეთის თასის ფინალში ''არკა'' ვარშავის ''ლეგიას'' შეხვდება. Crystalsport-ის ცნობით ფინალურ შეხვედრას ''არკას'' ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია გამოტოვებს. მატჩის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე კლუბი ლუკას ტრავმის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ფინალური შეხვედრა ''არკასა'' და ''ლეგიას'' შორის 2 მაისს ვარშავაში ნაციონალურ სტადიონზე გაიმართება.
მოახლოებულ ფინალურ თამაშთან დაკავშირებით ''არკას'' ოფიციალურმა ვებგვერდმა ზარანდიას მონაწილეობით პრომო ვიდეო გამოაქვეყნა.
ზარანდიამ ტრავმა საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში ''კორონასთან'' მიიღო. მას შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერს არ უთამაშია. 22 წლის ფეხბურთელმა ''კორონას'' სტუმრად გაუტანა და მეტოქის მოედანზე გატანილი გოლით ფინალში გდინიური გუნდი გავიდა.

შეგახსენებთ, გდინიას ''არკა'' პოლონეთის თასის მოქმედი გამარჯვებულია. 2017 წლის 2 მაისს ლუკა ზარანდიას ბრწყინვალე გოლით ''არკამ'' ფინალში პოზნანის ''ლეხი'' დაამარცხა და თასის გამარჯვებული გახდა. ქართველმა გოლი 112-ე წუთზე შეაგდო.
მიმდინარე სეზონში ზარანდიამ პოლონეთის თასზე 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გოლები ''პოდბესკიძესა'' და ''კორონას'' შეუგდო.
კაჭარავას დუბლი და ზარანდიას ბრწყინვალე შესრულება
''თასი ჩვენთან უნდა დარჩეს'' - ზარანდია პოლონეთის თასის ფინალშია