მოურინიომ მესიზე ისაუბრა - „მისი კარიერის ბოლო წლებით უნდა დავტკბეთ“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ლიონელ მესიზე ისაუბრა და არგენტინელის მიერ სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.
მოურინიო:
„მესიზე საუბარი ძალიან რთულია, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე ნათქვამია, ხოლო მისი საფეხბურთო უნარების აღწერა სიტყვებით შეუძლებელია. მესი მსოფლიო ჩემპიონატზე 38 თუ 39 წლის იყო და ყველამ ვნახეთ, რა დონეზე ჩაატარა მან მუნდიალი.
ლეო ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელთა თამაშიც აუცილებლად მოგვენატრება. შესაძლოა, MLS-ის მატჩების ყურება მოგვიწიოს, რათა მისი კარიერის ბოლო წლებით დავტკბეთ. არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა თამაშიც ყოველთვის დაგაკლდება, და ჩვენი თაობიდან მესი ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელია“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.