ვინ იქნება არგენტინის ახალი ათიანი | ESPN-ის ინსაიდერული ინფორმაცია
ლიონელ მესის მიერ სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინის ნაკრებს ახალი „ათიანი“ ეყოლება. ამის შესახებ ESPN Argentina იტყობინება.
ტელეარხის ჟურნალისტის, ფედერიკო ბუენოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ „ალბისელესტეს“ სათავეში ლიონელ სკალონი დარჩება, მესისგან საკულტო „ათიანს“ „კომოს“ ფეხბურთელი ნიკო პასი გადაიბარებს.
„21 წლის ფეხბურთელი „კომოში“ წამყვან როლს ასრულებს და მას ხშირად ადარებენ მესის. შემტევმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში 12 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა, რითაც სერია ა-ს საუკეთესო ნახევარმცველის ჯილდო დაიმსახურა. მალე ნიკო პასს ევროპის მთავარ საკლუბო ასპარეზზე, ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნება“, - აცხადებს ფედერიკო ბუენო.

რაც შეეხება სკალონის, მისი კარიერი არგენტინის ნაკრებთან დეკემბრის ბოლომდეა გათვლილი. 48 წლის სპეციალისტს თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, რამდენიმე დღის წინ კი ამ თემაზე ვრცელი განცხადება გაავრცელა.