დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი, კადისი
Aa
Aa

Cadena SER: გოჩოლეიშვილით კადისი დაინტერესდა

საქართველოს ნაკრების განაპირა მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა შესაძლოა კარიერა ესპანურ „კადისში“ გააგრძელოს. ამის შესახებ Cadena SER-ის ჟურნალისტი ბენი აროიო იტყობინება.

მისი ინფორმაციით, „კადისი“ მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებაზე მუშაობს და ერთ-ერთ პრიორიტეტულ კანდიდატად გოჩოლეიშვილს განიხილავს.

გოჩოლეიშვილის შესაძლო ტრანსფერს ეხმიანება Radio Cádiz-ის, რომლის ინფორმაციითაც, უკრაინული კლუბი ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს, რაც ლა ლიგა 2-ში მოასპარეზე „კადისისთვის“ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.

გასულ სეზონში გოჩოლეიშვილი „ჰამბურგში“ იყო განათხოვრებული, სადაც 27 შეხვედრაში ერთი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

„შახტარმა“ იჯარიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი სეზონის განაცხადში შეიყვანა, თუმცა უკრაინის პრემიერლიგაში „შახტარის“ მიერ გამართულ სამივე მატჩში დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა, არდა თურანმა 25 წლის ქართველი მცველი სამატჩო განაცხადს მიღმა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „კადისის“ ღირსებას ქართველი ფორვარდი იური ტაბატაძე იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური მედია: სევილია და სპორტინგი გადახდის ფორმულაზე შეთანხმდნენ
ესპანური მედია: სევილია და სპორტინგი გადახდის ფორმულაზე შეთანხმდნენ