პსჟ მეკარეს იმატებს - ტრანსფერი შეთანხმებულია
„პარი სენ-ჟერმერნმა“ „პარმასთან“ იაპონელი მეკარის, ზიონ სუძუკის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. გავნელიანი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, პარიზელებს ტრანსფერი ბონუსების ჩათვლით 35 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
როგორც მედიაში იწერება, პსჟ-ში არსებული მეკარეების კონკურენციის გამო, დიდი ალბათობით, კლუბი სუძუკის 1 წლით იჯარის წესით გაანათხოვრებს, მისი დამატების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად კი ტურინის „იუვენტუსი“ მოიაზრება.
ზიონ სუძუკიმ ყურადღება იაპონიის ნაკრებში, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშით მიიქცია და ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება დაიმსახურა. თუმცა, როგორც ჩანს 23 წლის მეკარის მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი „პარი სენ-ჟერმენმა“ გამოიჩინა.