მესიმ ინტერ მაიამიში თამაში განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა
ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამიში“ თამაში გაურკვეველი ვადით შეაჩერა. არგენტინელი უახლოეს მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ლეოს მამის ხორხეს გარდაცვალება გახლავთ. „ლა პულგა“ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და კლუბში თამაში გაურკვეველი ვადით შეაჩერა.
ხორხე მესი პარასკევს, 68 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც Doble Amarilla იტყობინება, 39 წლის მესი უახლოეს პერიოდში არგენტინაში, ახლობლების გვერდით დარჩება. მისი აშშ-ში დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეო 2027 წლიდან მშობლიურ „როსარიო სენტრალში“ თამაშს გეგმავდა, რათა მამასთან უფრო ახლოს ყოფილიყო და მასთან მეტი დრო გაეტარებინა.