„მისი სიტყვები ყველანაირ მედალზე ძვირფასია“ - იამალმა მესიზე ისაუბრა
ლამინ იამალს განსაკუთრებული მსოფლიოს ჩემპიონატი არ ჰქონია და ტურნირზე ასპარეზობა მხოლოდ 1 გოლით დაასრულა, თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ მუნდიალის ფინალში არგენტინასთან ესპანეთის გამარჯვებით მესის ეპოქა დასრულდა და ლამინის ხანა დაიწყო. თამაშის დამთავრების შემდეგ, მთელი მსოფლიოს სპორტული მედია მოიარა კადრებმა, სადაც ახალგაზრდა ესპანელი ვეტერან არგენტინელთან მივიდა და რამდენიმე სიტყვა გაცვალეს. რა უთხრა „ელ მონგოლიკოს“ და რა პასუხი მიიღო მისგან, ამის შესახებ იამალმა კომენტარი ფინალიდან რამდენიმე დღეში გააკეთა.
ლამინ იამალი
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშებ და ლეო მესის არგენტინას დაამარცხებო, ნამდვილ შეშლილად ჩავთვლიდი. მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და მისით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. მატჩის შემდეგ მივედი და ყოველივე ეს ვუთხარი, ლეომ კი მითხრა, რომ ჩემი გზით ვიარო და ისიც დაამატა, რომ ახლა ჩვენი თაობის დრო დგება. ეს სიტყვები ნებისმიერ ოქროს მედალზე ძვირფასია.
ცნობისათვის, ლიონელ მესიმ ახლახანს დასრულებულ პლანეტის პირველობაზე გამართულ 8 შეხვედრაში თავი 8 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა, თუმცა მიუხედავად ამისა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად არა ის, არამედ მსოფლიოს ჩემპიონი ნაკრების კაპიტანი როდრი აღიარეს.