ლიონელ სკალონი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რას მივაღწიეთ“ - სკალონი

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან განცდილი მარცხი შეაფასა (0:1).

„დამწუხრებული ვარ, მაგრამ პირველ რიგში უსაზღვროდ მადლიერი ვარ ფეხბურთელების, იმიტომ რომ ფინალში გასვლა წარმოუდგენელ შრომას მოითხოვს. 

გამარჯვებაში დიდებულები ვიყავით და მარცხის დროსაც ასე უნდა მოვიქცეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რას მივაღწიეთ. დღეს მოედანზე ყველაფერი გავიღეთ. მადლობას ვუხდი ბიჭებს, ისინი ნამდვილი მეომრები არიან.

გვქონდა ტრავმები საკვანძო პოზიციებზე, რისი პროგნოზირებაც შეუძლებელია. ვამაყობ იმით, თუ როგორ ვიასპარეზეთ ამ მუნდიალზე. როდესაც გოლი გაგვიტანეს, გადავწყივეთ, რომ შეტევაში წავიდოდით და მომენტს შევქმნიდით.

ვულოცავ ესპანეთს დამსახურებულ გამარჯვებას. ჩემი ფეხბურთელებისთვის კი მადლობის მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ნიკო ტალიაფიკომ წარმოუდგენელი ძალისხმევა გასწია, მას მოედნის დატოვება არ უნდოდა.

ლეო მესი 39 წლისაა - ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ყოველთვის ვიცოდი, რომ იმდენ ხანს ითამაშებდა, რამდენსაც მოისურვებდა. იმედია, არგენტინელი ხალხი მისით და ჩვენი გუნდით ამაყობს. ჩემი აზრით, მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

ფინალში ერთადერთი გოლი 106-ე წუთზე ნიკო უილიამსის პასით ფერან ტორესმა გაიტანა და ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ოქრო მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ მუნდიალზე მკაცრად მაკრიტიკებდნენ, მაგრამ ისტორია დაწერილია“ - ფერანი
„ამ მუნდიალზე მკაცრად მაკრიტიკებდნენ, მაგრამ ისტორია დაწერილია“ - ფერანი