FIFA-მ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატიდან რეკორდული 15 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებიდან არსებულმა შემოსავალმა FIFA-სთვის მოლოდინს გადააჭარბა.
მალე, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია რეკორდული, 15 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავლის შესახებ გამოაცხადებს. ინფორმაციას ბრიტანული The Guardian-ი ავრცელებს. თავდაპირველად ორგანიზაციის ხელმძღვანელობა 11 მილიარდი დოლარის შემოსავალს პროგნოზირებდა, თუმცა რეალობა სულ სხვა გამოდგა.
წყაროების ინფორმაციით, საბოლოო შემოსავალმა მოლოდინს დიდწილად მატჩებზე ბილეთების გაყიდვისა და გადაყიდვის წყალობით გადააჭარბა. ბილეთების გადაყიდვისას ფიფა 15%-იან საკომისიოს აჭრის როგორც მყიდველს, ისე გამყიდველს.
შემოსავლის კიდევ ერთ მსხვილ პუნქტად VIP-მომსახურებიდან მიღებული თანხები იქცა.
2026 წლის მუნდიალი დღეს დასრულდება. ესპანეთი არგენტინის ფინალი ჩვენი დროით, 23:00-ზე გაიმართება.