ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

„მისი წასვლა დიდი დანაკლისი იქნება“ | კრაიოვაში მექვაბიშვილზე ისაუბრეს

„კრაიოვას“ დირექტორმა, პაველ ბადეამ ანზორ მექვაბიშვილზე ისაუბრა. რუმინული კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა არ დამალა, რომ მის ფეხბურთელებს ბევრი მსურველი ჰყავთ და დიდი შანსია, რამდენიმე მათგანმა „კრაიოვა“ დატოვოს, თუმცა დასძინა, რომ არ სურს, მექვაბიშვილი მათ შორის იყოს.

„ანზორ მექვაბიშვილის წასვლა დიდი დანაკლისი იქნება, რადგან გასულ სეზონში ჩვენი ნახევარდაცვის გარდამტეხი ფიგურა იყო. ბელუცასთან და ჩიკალდაუსთან ერთად, მათ შექმნეს წინაპირობა იმისა, რასაც მივაღწიეთ – კერძოდ, სამი ტიტულის მოგებისა.

ნათელია, რომ სხვა მოთამაშეებიც არიან, რომლებსაც შემოთავაზებები აქვთ. ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას ფიქრობს გუნდის ხელმძღვანელობა, მწვრთნელის სურვილებთან თანხვედრაში. ამ მომენტში ჩვენ ვიბრძვით, მიზნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუმინული ფეხბურთისთვის და პირადად ჩვენთვის“.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მექვაბიშვილი ორ კლუბს დაუკავშირეს. დაიწერა „ტულუზასა“ და „ჩიკაგო ფაიერის“ ინტერესზე. „კრაიოვას“ პრეზიდენტმა, მიჰაი როტარუმ მექვაბიშვილი „ტულუზას“ 3 მილიონ ევროდ შესთავაზა, ფრანგული კლუბი კი მზადაა ამ თანხის გადასახდელად.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მესის საოცარი მსოფლიო აქვს, მაგრამ“ | სიომინისთვის ოქროს ბურთის ფავორიტი კვარაა
„მესის საოცარი მსოფლიო აქვს, მაგრამ“ | სიომინისთვის ოქროს ბურთის ფავორიტი კვარაა