ლიონელ სკალონი, ინგლისის საფეხბურთო ნაკრები, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„რასაც ამ გუნდმა უკვე მიაღწია, წარმოუდგენელია“ - სკალონი ფინალში გასვლაზე

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისთან მოგებული დრამატულ მატჩი შეაფასა.

„მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს. სიტყვებით რთულია იმის გადმოცემა, თუ როგორი შეკრული გუნდი გვყავს. შევეცდებით, ფინალშიც გავიმარჯვოთ, მაგრამ ის, რასაც ამ ბიჭებმა უკვე მიაღწიეს, წარმოუდგენელია.

ვფიქრობ, სამართლიანად გავედით ფინალში. მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც შეიძლება მოხდეს. არგენტინა უნიკალური ქვეყანაა და ეს ქედმაღლობა არაა, ხალხის სულისკვეთებას ვგულისხმობ. დღეს გამარჯვებაში უდიდესი წვლილი გულშემატკივრებმა შეიტანეს.

არგენტინის ნაკრების მაისურით თამაში მოედანზე ბოლომდე დახარჯვას გვავალდებულებს. ფეხბურთელები თავს არ ზოგავენ და ყველაფერს ისე განიცდიან, როგორც თითოეული არგენტინელი.

სიტყვები არ მაქვს. ფინალშიც ბოლომდე დავიხარჯებით, მაგრამ ძალიან რთული იქნება. მინდა, ხალხმა გაიაზროს, რომ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, მარტივი სულაც არაა...

ცალკე მინდა აღვნიშნო ის ფეხბურთელები, რომლებიც შედარებით ნაკლებს თამაშობენ. დღეს ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა მნიშნელოვანი როლი ითამაშეს. ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ბოლომდე უნდა დაიხარჯო. როცა სირთულეებს ვაწყდებით, მაშინ უკეთესად ვთამაშობთ.

დღეს რომ გოლი არ გაგვეტანა, 7 საგოლე მომენტის შემქმნელი გუნდი 0:1-ს წააგებდა. ფეხბურთელებს პასუხისმგებლობის ტვირთი არ აწევთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ ვრეაგირებთ ამა თუ იმ სიტუაციაზე.

ცნობისთვის, არგენტინასთან მატჩში ანგარიში ენტონი გორდონმა გახსნა, თუმცა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა ჯერ ენცო ფერნანდესის გოლით წონასწორობა აღადგინეს, შემდეგ კი ლაუტარო მარტინესის გოლით ფინალის საგზური მოიპოვეს.

რაც შეეხება ინგლისელებს, ტომას ტუხელის გაწვრთნილი გუნდი მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლი დამესიზმრა... ბიჭებს ვუთხარი, რომ გავიტანდი“ | ლაუტარო მარტინესის კომენტარი
„გოლი დამესიზმრა... ბიჭებს ვუთხარი, რომ გავიტანდი“ | ლაუტარო მარტინესის კომენტარი