მიკელ მერინო
Aa
Aa

მერინოს გამარჯვების გოლი | ესპანეთი მუნდიალის ნახევარფინალშია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ბელგია დრამატულ მატჩში 2:1 დაამარცხა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში პირველად გავიდა 2010 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიო თასი მოიპოვა.

„ფურია როხა’’ 30-ე წუთზე ფაბიან რუიზმა დააწინაურა. 41-ე წუთზე კასტანეს ჩაწოდებით დე კეტელარემ თავური დარტყმით გაათანაბრა. 88-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა  მიკელ მერინომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი წინ გაიყვანა, საბოლოოდ ეს გოლი გამარჯვების აღმოჩნდა. 2022 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე ესპანელებმა ასპარეზობა 1/8 ფინალში დაასრულეს. 2014 წლის ტურნირზე კი ესპანეთის გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა. 

როდრიმ მიმდინარე მუნდიალზე შეტევის დასკვნით მესამედში 62 ხაზის გამჭრელი გადაცემა შეასრულა, რაც ერთ გათამაშებაში საუკეთესო მაჩვენებელია 2014 წელს გერმანელი ტონი კროოსის შედეგის შემდეგ (მასაც 62 ჰქონდა).

ლამინ იამალმა მუნდიალზე მეექვსე მატჩი ჩაატარა, რაც აბსოლუტური რეკორდია ტურნირზე 18 წლის ან უფრო ახალგაზრდა ასაკის მოთამაშეებს შორის.

ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატისა და უეფას ევროპის ჩემპიონატის ეგიდით დაუმარცხებლად უფრო მეტ მატჩში უხელმძღვანელა გუნდს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მთავარმა მწვრთნელმა (12 მოგება, 1 ფრე).

მუნდიალის ნახევარფინალში ესპანეთის მეტოქე საფრანგეთია. მატჩი 14 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები