ნეიმარი
Aa
Aa

„აქ დავიწყე და აქვე დავასრულებ“ - ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ნეიმარმა 1/8-ფინალში ნორვეგიასთან მარცხისა (1:2) და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

თამაში ნიუ-იორკში, „მეტლაიფ სთედიუმზე“ გაიმართა. სწორედ ამ არენაზე შედგა ნეიმარის დებიუტი ბრაზილიის ნაკრებში 2010 წელს, აშშ-ის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში.

34 წლის ფეხბურთელმა კარიერაში თავისი მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა.

„ვცდილობდი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას, ვცდილობდი. მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულდა. აქ დავიწყე და აქვე დავასრულებ“,

- განაცხადა ნეიმარმა.

ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 130 მატჩში 80 გოლი გაიტანა და 58 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის „სელესაოს“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ნეიმარმა 2013 წელს კონფედერაციათა თასი მოიგო, 2016 წელს კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

კოპა ამერიკისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მისთვის აუხდენელ ოცნებად დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები