კრიშტიანუ რონალდუ, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მათ კარგად ვიცნობთ და მზად ვიქნებით“ - რონალდუ ესპანეთზე

კრიშტიანუ რონალდუმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ესპანეთთან მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

ტურნირის 1/16-ფინალში პორტუგალიელებმა ხორვატიის ნაკრები დაამარცხეს (2:1), ხოლო ესპანელებმა ავსტრია გაანადგურეს (3:0).

„ასეთია ფეხბურთი. ვიცით, რომ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია. რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვიქნებით. ჩვენ მათ კარგად ვიცნობთ.

მსოფლიო ჩემპიონატები ყოველთვის რთულია. ჩვენი მიზანი წინსვლაა, მატჩიდან მატჩამდე ვივლით და ვნახავთ, რა გამოვა“,

– განაცხადა რონალდუმ.

პორტუგალია ესპანეთის 1/8-ფინალური მატჩი 6 ივლისს, არლინგტონში ტეხასის შტატში გაიმართება. AT&T Stadium-ი 95 000 გულშემატკივარს იტევს. შეხვედრა ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები