კრიშტიანუ რონალდუ, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

მარტინესი: “პანიკაში არ ჩავვარდით და გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა“

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში სუპერ მატჩი ვიხილეთ. პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კომენტარი გააკეთა.

მარტინესი:

„ეს იყო ხასიათის გამარჯვება. ძალიან რთული მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშეთ და გუნდის რეაქციამ ყველაზე მეტად გამახარა. როცა ჩამორჩები ისეთ გუნდს, როგორიც ხორვატიაა, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. ჩვენ პანიკაში არ ჩავვარდით და ბოლომდე გვჯეროდა, რომ თამაშის შემოტრიალება შეგვეძლო.

ესპანეთთან დაპირისპირება განსაკუთრებული იქნება. ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან, მაგრამ ჩვენც გვყავს გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია კონკურენცია.

კრიშტიანუმ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის. მან პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. გონსალუ რამუშმა იდეალურად გამოიყენა თავისი შანსი. ის ყოველთვის მზად არის, როდესაც გუნდს სჭირდება.

მერვედფინალში ვართ, მაგრამ ჩვენი მიზანი გაცილებით დიდია. ახლა მხოლოდ აღდგენასა და ესპანეთისთვის მომზადებაზე ვფიქრობთ. ეს გამარჯვება დიოგუ ჟოტას, მის ძმას და მთელს პორტუგალიას ეძღვნება."

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელთა მხრიდან პირველი გოლი რონალდუმ გაიტანა, რომლითაც მან რეკორდი დაამყარა. კრიშტიანუ გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, კონკრეტულად კი დალასში პორტუგალიის ნაკრები ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს ესპანეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 6 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერ მატჩი - რონალდუს და რამუშის გოლებით პორტუგალიამ ხორვატიას მოუგო
სუპერ მატჩი - რონალდუს და რამუშის გოლებით პორტუგალიამ ხორვატიას მოუგო