ალ ხელაიფი: ენრიკე 8 თვე ბაზიდან არ გასულა, ვიფიქრეთ რომ გაგიჟდა
„პსჟ“-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ აღიარა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს შრომისმოყვარეობით გაკვირვებული დარჩა.
„ენრიკეს „პსჟ“-ს ბაზა ზედიზედ რვა თვის განმავლობაში არ დაუტოვებია. ის დილის 8-დან საღამოს 9 საათამდე მუშაობდა, იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ფიქრი დავიწყეთ, ხომ არ გაგიჟდათქო... შეგვეშინდა კიდეც.
ლუის ენრიკე ნამდვილად კლუბის საუკეთესო შენაძენი და ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ბოლო 15 წლის განმავლობაში მისი დამატება მსურდა. მან ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა. არა მხოლოდ „პსჟ“-ში, არამედ სრულიად ფეხბურთში. ის, რასაც აკეთებს და რისიც სჯერა... ძალიან ვამაყობ მისით, ის ნამდვილად საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში“,
- განაცხადა ალ-ხელაიფიმ Alkass TV Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ პსჟ 2023 წელს ჩაიბარა. ერთი სეზონის შემდეგ, მან კილიან მბაპე გუნდიდან გაუშვა და ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა. ბოლო ორი სეზონია პარიზელები ჩემპიონთა ლიგას მიჯრით იგებენ.