ლიონელ მესი
Aa
Aa

FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტი: “მჯერა, MLS მალე პრემიერ ლიგას აჯობებს“

FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ მონტალიანი მიიჩნევს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკაში ფეხბურთის განვითარებისთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება. ვიქტორმა The Guardian-თან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

მონტალიანიმ გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც კანადის ფეხბურთის ასოციაციას ხელმძღვანელობდა, ქვეყნის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის იდეის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო.

მოგვიანებით, 2016 წელს, Concacaf-ის პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, მან ტურნირის ორგანიზებისა და განვითარების პროცესშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

კანადელი ფუნქციონერის თქმით, მისთვის განსაკუთრებული ემოცია იქნება მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისა და საკუთარი ქვეყნის ნაკრების მატჩებზე დასწრება.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ჩემს კარიერაში. ყველაფერი ჩემს რეგიონში და ჩემს ქვეყანაში ხდება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია. ეს მართლაც განსაკუთრებული გამოცდილება იქნება“, — განაცხადა მონტალიანიმ.

ფიფას ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება ჩრდილოეთ ამერიკაში ფეხბურთის პროგრესზეც გაამახვილა. მონტალიანიმ მაგალითად მოიყვანა ისიც, რომ ლიონელ მესი უკვე MLS-ში თამაშობს, რაც ლიგის საერთაშორისო პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის.

მისი შეფასებით, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მემკვიდრეობა მხოლოდ ახალი სტადიონები ან ინფრასტრუქტურა არ იქნება.

მონტალიანიმ კიდევ უფრო თამამი პროგნოზიც გააკეთა და განაცხადა, რომ MLS-ს მომავალში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჩემპიონატად, შესაძლოა კი ინგლისის პრემიერ ლიგას კონკურენტადაც ხედავს.

„MLS-ს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. მომავალში შეიძლება მსოფლიოს მეორე საუკეთესო ლიგა გახდეს, ან თუნდაც პირველი. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ამის ნამდვილად მჯერა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მექსიკური აქცენტის მქონე ბიჭმა პერესს ხმების 35% წაართვა“ - ლა ლიგის პრეზიდენტი
„მექსიკური აქცენტის მქონე ბიჭმა პერესს ხმების 35% წაართვა“ - ლა ლიგის პრეზიდენტი