ივნისის მეორე სპარინგი - 21-წლამდე ნაკრებმა მზადება დაასრულა
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ივნისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ჩატარება არ უწევდა, რის გამოც რამაზ სვანაძის შეგირდები ამ სანაკრებო ფანჯარას საკონტროლო შეხვედრებისთვის იყენებენ. რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების გუნდთან განცდილი მარცხის შემდეგ, ხვალ ქართველი ფეხბურთელები მოლდოვის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდებიან.
მოლდოველებთან თამაშისთვის მზადებამ გეგმაზომიერად ჩაატარა და ამ მატჩს როგორც ფეხბურთელები, ასევე მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ახალი კადრების შეთამაშების თვალსაზრისით უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ზედიზედ მესამედ ევროპის პირველობაზე მოხვედრის ნაკლები შანსი გვაქვს, სვანაძე ცდილობს გუნდს იმ ასაკის ფეხბურთელები შეაგუოს, რომელთაც მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოიყენებს.
ცნობისათვის, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მზადებას მოლდოვის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე დაბა ბუდეშტის მახლობლად გადის. მოლდოვა - საქართველოს მატჩი კი ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube-არხი შემოგთავაზებთ.