შავი ლომი | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკული ჩელენჯისთვის
‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა, ივნისში სამხრეთ აფრიკაში გასამართი „ტოიოტა ჩელენჯისთვის“ 34 მოთამაშე შეარჩია.
მაისი დასაწყისში ‘შავ ლომსა’ და დიდი 10-ის XV-ს შორის გამართული სასელექციო შეხვედრის შემდეგ, ფრენჩაიზს აფრიკული ტურნესთვის ქართული კლუბებიდან რამდენიმე მოთამაშე დაემატა. ესენი არიან: გიგა კობახიძე, ბაჩუკი, ბარათაშვილი, შოთა ხელაძე, ვანო ფუტკარაძე, ოთია გიორგაძე, მიშო ყაჩლავაშვილი, მერლს პიტერსი, ბაჩანა მონიავა, რომა მახათაძე და გიორგი ფრუიძე.
სულ სამხრეთ აფრიკაში 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშე მიდის. ჩვენი გუნდი „ტოიოტა ჩელენჯის“ ფარგლებში ადგილობრივ წამყვან გუნდებთან სამ თამაშს გამართავს: 5 ივნისს ‘აირლინკ პუმას’-თან; 10-ში ‘სუზუკი გრიქას’-თან და 14-ში ‘ტოიოტა ჩიტას’-თან. ამ გუნდების გარდა ტურნირში თამაშობენ პორტუგალიის ნაკრები და რუმინეთის ა ნაკრები.
თამაშები ბლუმფონტეინში, ‘ჩიტასის’ საშინაო არენა “ტოიოტა სთედიუმზე” ტარდება, რომელიც 42 ათას მაყურებელს იტევს.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ეტაპი თბილისში, შემოდგომაზე გაიმართება და ‘შავი ლომი’ კვლავ სამხრეთ აფრიკულ გუნდებს შეერკინება.
მეტოქეები
“ტოიოტა ჩელენჯზე” ‘შავი ლომის’ პირველი მეტოქე ‘აირლინკ პუმასი’ იქნება, რომელმაც 2025 წელს სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატი „ქარი ქაფი“ მე-5 ადგილზე დაასრულა.
ის 1969 წელს დაარსდა და ერთხელ, 2022 წელს „ქარი ქაფის“ გამარჯვებული გახდა, 2023 წელს კი მეორე ადგილი დაიკავა.
‘სუზუკი გრიქასი’ „ქარი ქაფის“ მოქმედი ჩემპიონია. 2025 წლის ჩემპიონატის ფინალში, მან ‘გოლდენ ლაიონსი’ 27:25 დაამარცხა და ტიტული მეოთხედ მოიპოვა.
1886 წელს დაარსებული გუნდი „ქარი ქაფის“ ჩემპიონი მანამდე 1899, 1911 და 1970 წლებში გამხდარა, 2022 წელს კი მეორე ადგილი დაიკავა.
‘ტოიოტა ჩიტასმა’ რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და საჩემპიონო ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ ‘გრიქასთან’ დამარცხდა.
‘ტოიოტა ჩიტასი’ 1895 წელს დაარსდა და “ქარი ქაფის” ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, 9-ჯერ მეორე, ხოლო 15-ჯერ მესამე ადგილზე გავიდა. 7 ჩემპიონობიდან ხუთი უკანასკნელ 20 წელიწადზე მოდის. ‘ტოიოტა ჩიტასმა’ თასი ბოლოს 2023 წელს შემართა.
2006-2017 წლებში ‘ჩიტასი’ სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში, იმხანად პრო 14-ში ჩაერთო, თუმცა 2020 წლის შემდეგ, კოვიდ-პანდემიამ მათ ამ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ მისცა.
2022 წელს, ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ, ‘ჩიტასი’ ‘შავ ლომთან’ ერთად “ჩელენჯ თასზე” მიიწვია და მას შემდეგ წვეული გუნდის სახით ევროტურნირების მონაწილეა.

შავი ლომის შემადგენლობა 2026 წლის “ტოიოტა ჩელენჯზე” სამხრეთ აფრიკაში
შერკინება: დავით აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, ბაჩუკი, ბარათაშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, შოთა ხელაძე, კახაბერ დარბაიძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, ბადრი ციხისთავი; მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, გურამ ღანიაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ვანო ფუტკარაძე, ოთია გიორგაძე, გიორგი სინაურიძე;
ხაზი: თენგიზ პერანიძე, მიშო ყაჩლავაშვილი, გიორგი სპანდერაშვილი, მერლს პიტერსი, ბაჩანა მონიავა, რომა მახათაძე, ამირან შვანგირაძე, აკაკი ტაბუცაძე, შალვა აფციაური, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, გიორგი ფრუიძე, ლუკა ცირეკიძე, ალექსანდრე თოდუა.
მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია
2026 წლის ტოიოტა ჩელენჯი
5 ივნისი
აირლინკ პუმასი - შავი ლომი
სუზუკი გრიქასი - რუმინეთი ა
ტოიოტა ჩიტასი - პორტუგალია
10 ივნისი
სუზუკი გრიქასი - შავი ლომი
აირლინკ პუმასი - პორტუგალია
ტოიოტა ჩიტასი - რუმინეთი ა
14 ივნისი
სუზუკი გრიქასი - პორტუგალია
აირლინკ პუმასი - რუმინეთი ა
ტოიოტა ჩიტასი - შავი ლომი