ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბენფიკა და თურქული კლუბები | სენტ-ეტიენი ზურიკოს სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ვერ დაწინაურდა. „მწვანეებმა“ პლეიოფის ფინალი „ნიცასთან“ წააგეს და მოსალოდნელია, რომ ზაფხულში გუნდში ბევრი რამ შეიცვლება. ამ მომენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი სწორედ ქართველი ფეხბურთელის მომავალია.

„ბეშიქთაშთან“ დაახლოებული გამოცემის, KartalRecord-ის ინფორმაციით, „შავ-თეთრები“ ზურიკოს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავენ. თურქული კლუბი „სენტ-ეტიენს“ დაუკავშირდა და გაარკვია, რომ „მწვანეები“ დავითაშვილის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ. „ბეშიქთაში“ მოლაპარაკებებს გამართავს და ეცდება, ფრანგები დათმობაზე დაიყოლიოს.

„ბეშიქთაში“ ერთადერთი თურქული კლუბი არაა, რომელიც ზურიკოს აკვირდება. ბოლო პერიოდში „ტრაბზონსპორის“ შესახებაც აქტიურად იწერება. ახლახან დავითაშვილზე პორტუგალიურ პრესაშიც გავრცელდა ინფორმაცია. როგორც ირკვევა, „ბენფიკა“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და დიდი შანსია, ზაფხულში ადგილსამყოფელი გამოიცვალოს. მას კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ფეხბურთელი, ვინც ეს გააკეთა | კვარაცხელიას მორიგი მიღწევა
მეორე ფეხბურთელი, ვინც ეს გააკეთა | კვარაცხელიას მორიგი მიღწევა