ოქროს ბურთი 2026 - დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ლონდონში გაიმართება
ცოტა ხნის წინ გამოცხადდა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიის თარიღი.
France Football-ის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს გადაცემის რიგით მე-70 ცერემონია 26 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიება პირველად ჩატარდება ლონდონში. ჩატარების ადგილის შერჩევა წარმოადგენს პატივისცემის გამოხატულებას სტენლი მეთიუზის მიმართ, რომელიც 1956 წელს „ოქროს ბურთის“ პირველი მფლობელი გახდა.
ტრადიციულად, „ოქროს ბურთის“ გადაცემა პარიზში იმართება. 2025 წელს ჯილდოს მფლობელი „პსჟ“-ს ათიანი უსმან დემბელე გახდა, ხოლო ქალთა შორის პრიზი „ბარსელონას“ ფეხბურთელმა, აიტანა ბონმატიმ მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ ბრიტანულმა გამოცემამ, Givemesport-მა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ განმეორებითი მატჩის შემდეგ „ოქროს ბურთის“ საკუთარი რეიტინგი განაახლა. ხვიჩა კვარაცხელია წინა რეიტინგში მე-7 იყო, ახლა კი სამი პოზიციით დაწინაურდა და მე-4 ადგილზეა.
ხვიჩა მხოლოდ ლამინ იამალს (მესამე), ჰარი კეინს (მეორე) და უსმან დემბელეს (პირველი) ჩამორჩება.