საკადრო ცვლილებები ''სამტრედიაში'' - მთავარმა მწვრთნელმა პოსტი დატოვა
Aa
Aa

საკადრო ცვლილებები ''სამტრედიაში'' - მთავარმა მწვრთნელმა პოსტი დატოვა

საფეხბურთო კლუბი ''სამტრედია'' მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დატოვა, კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით სოსიაშვილს ბადრი კვარაცხელია შეცვლის, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატებში მუშაობის გამოცდილება აქვს.

ბადრი კვარაცხელიას ასისტენტობას ლევან ჯოხაძე გაუწევს, ხოლო მეკარეების მწვრთნელად დაინიშნა არჩილ ღურწკაია, რომელსაც თბილისის ''ვიტ ჯორჯიასა'' და მარტვილის ''მერანში'' უმუშავია.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით ''სამტრედიამ'' ხუთი მატჩი ჩაატარა, პირველ ტურში თბილისის ''ლოკომოტივთან'' გამარჯვების შემდეგ ზედიზედ ოთხ შეხვედრაში დამარცხდა. სოსიაშვილთან ერთად იმერული კლუბი დატოვა მისმა ასისტენტმა თამაზ სამხარაძემ.

უჩა სოსიაშვილი გასული სეზონის მეორე ნახევარში გია ცეცაძის გუნდიდან წასვლის შემდეგ დაინიშნა ''სამტრედიას'' მთავარ მწვრთნელად, იმერულ გუნდში მისვლამდე ლიგა 3 -ის ბინადარ "მარგვეთი 2006-ს″ წვრთნიდა. სოსიაშვილი ასევე ხელმძღვანელობდა თბილისის ''დინამო 2''-ს, საუკეთესო პერიოდი კი გორის ''დილაში'' გაატარა, როცა 25 წლის სოსიაშვილის ხელმძღვანელობით გორულმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.

''სამტრედიას'' ახალი მთავარი მწვრთნელის, ბადრი კვარაცხელიას დებიუტი 15 აპრილს ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ''ეროსი მანჯგალაძეზე'' გორის ''დილას'' წინააღმდეგ შედგება.

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები