ნიკა გაგნიძე
Aa
Aa

ნიკა გაგნიძეს დანიური ვარიანტიც გამოუჩნდა - უკრაინული მედია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველით, ნიკა გაგნიძით დანიური „მიდტიულანდი“ დაინტერესდა. ამის შესახებ ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი მიხაილო სპივაკოვსკი იტყობინება.

„ვადასტურებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას MLS-ის წარმომადგენელ „ნიუ ინგლენდ რევოლუშენის“ დაინტერესების შესახებ. თუმცა ნიკა გაგნიძეს სხვა მსურველებიც ჰყავს. „კოლოსის“ ქართველი ლეგიონერით „მიდტიულანდიც“ დაინტერესდა, თუმცა ამ დროისთვის ტრანსფერთან უფრო ახლოს ამერიკული კლუბია“, - აცხადებს თოქშოუ ТаТоТаке-ს წამყვანი.

შეგახსენებთ, რომ გაგნიძის მიმართ MLS-ის კლუბის ინტერესზე ინფორმაცია თავდაპირველად კრისტალსპორტმა გაავრცელა. ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელისთვის პრიორიტეტი ევროპაში თამაშია. შესაბამისად, ნიკა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას დაელოდება და იმედოვნებს, რომ კარიერას ძლიერ ევროპულ კლუბში გააგრძელებს.

25 წლის ნახევარმცველმა, რომელიც 2024 წლის ზაფხულიდან კოლოსში თამაშობს, უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, Transfermarkt-ი 900 000 ევროდ აფასებს.

გასულ წელს ვილი სანიოლმა გაგნიძე ეროვნულ ნაკრებში მიიწვია. ნიკამ „ჯვაროსნებში“8 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში გოლი (ბულგარეთთან) და 2 საგოლე პასია (კაბო ვერდესთან და ლიეტუვასთან).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაკრების წარმატებაში წვლილს შეიტანს | სანიოლს იეგოიანის იმედი აქვს
ნაკრების წარმატებაში წვლილს შეიტანს | სანიოლს იეგოიანის იმედი აქვს