ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

თუ ასე გააგრძელებს, ოქროს ბურთს მოიგებს | სანიოლი კვარათი აღფრთოვანებულია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მედიასთან ისაუბრა.

ირაკლი იეგოიანზე:

„ძალიან ინტენსიურად თამაშობს და ასეთი ფეხბურთელი გვჭირდება. ძალიან სტაბილური სეზონი ჰქონდა, მას კარგა ხანია ეროვნული ნაკრებისთვის მოვიაზრებთ, წლის დასაწყისში ვიცოდით, რომ ეროვნული ნაკრების მოთამაშე გახდებოდა. მას შეუძლია თამაშში გარდატეხა შეიტანოს და ასეთი მოთამაშე გვჭირდება. უახლოეს შეხვედრებში დრო მიეცემა და დარწმუნებული ვარ გარკვეული დროის შემდეგ ეროვნული ნაკრების წარმატებაში წვლილს შეიტანს”.

ამხანაგურ მატჩებზე:

„ამ ეტაპზე არაა იოლი მეტოქეების პოვნა, განსაკუთრებით მუნდიალის წინ. დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრებით კმაყოფილი ვარ. შესაძლოა ბაჰრეინთან ნაკლებად გამოცდილი ფეხბურთელები ვათამაშო”.

კვარაცხელიაზე:

„ხვიჩასთვის ფინალის შემდეგ რუმინეთთან თამაში რთული იქნება, მას ბაიერნთან გამარჯვების შემდეგ ვესაუბრე. ვკითხე, ფინალის შემდეგ შეძლებდა თუ არა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლას. მან მითხრა, რომ ძალიან სურდა ნაკრებში ყოფნა და რომ მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოფიციალური მატჩებია თუ ამხანაგური შეხვედრები. მას ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა, ეროვნული ნაკრების დახმარება სურს. იმედი მაქვს ჯანმრთელად იქნება და შემოგვიერთდება”.

პოზიციები და ფეხბურთელების შერჩევა:

„რა თქმა უნდა შეიძლებოდა უფრო მეტი ფეხბურთელის გამოძახება, მაგრამ ვფიქრობ, მთავარია შესაბამის დონეზე იმყოფებოდნენ და სათანადო დონეზე ითამაშონ. ჩვენ გიზი (მამაგეიშვილი) ამ პოზიციაზე დაგვეხმარება (მარჯვენა ვინგბექად). ბევრი მცველი გამოვცადეთ მაგრამ შემადგენლობას რადიკალურად ვერ გადავახალისებთ. რა სისტემითაც ვთამაშობ, ამ სისტემიდან გამომდინარე შევარჩიე ფეხბურთელები”.

კაშიას შესახებ:

„კაშო აბსოლუტურად ფანტასტიკურია, ბრწყინვალე კაპიტანია. მას გრძელი კარიერა ჰქონდა. ძალიან მდიდარი კარიერა ჰქონდა. ვაფასებ როგორც ადამიანს, როგორც ნაკრების კაპიტანს. როგორც ფეხბურთელებთან ასევე ნაკრების სტაფთან გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა. საფრანგეთში გვაქვს გამოთქმა რომ ადამიანი, როცა არაა მაშინ ამჩნევ რა დაგაკლდა. კაშოს შემთხვევაც ასეთია”.

მიაჩნია თუ არა დღეს ხვიჩა საუკეთესო ფეხბურთელად?

„სექტემბრიდან დეკემბრამდე ხვიჩას საფრანგეთში ბევრი აკრიტიკებდა, საკმარიად კარგად ვერ ავლენდა თავს, მაგრამ ხვიჩა სიტყვას არ ამბობდა და ვარჯიშს აგრძელებდა. სრულყოფილო მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელია. მასთან მუშაობა სასიამოვნოა. როცა საქართველოში ვართ, უნდა ვთქვათ რომ მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ სეზონის პირველ ნახევარში ამბოდბნენ, რომ მარტო დიდ გუნდებთან იხარჯებოდა ბოლომდე. მან კრიტიკის საპასუხოდ შრომა გააგრძელა და კრიტიკოსებს პასუხი თამაშით გასცა. მას აუცილებლად სურდა ივნისის შეკრებაზე ნაკრებში ყოფნა, მის მიდგომას ძალიან ვაფასებ. არ ვიცი ახლა მსოფლიოში საუკეთესო არის თუ არა, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს ოქროს ბურთს მოიგებს და მსოფლიოში საუკეთესო გახდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიუხედავად ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლა სურს, ის დიდი ფეხბურთელია და ბრწყინვალე კაპიტანი იქნება.

როცა ფეხბურთელს საქმე კარგად არ მისდის, ხშირად პრობლემას საკუთარ თავში ვერ ხედავს, მაგრამ საუკეთესოები ასე არ იქცევიან”.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია)

თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც შეკრებას 25 მაისს დაიწყებს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, რუმინეთსა (2 ივნისი, 21:00) და ბაჰრეინს (5 ივნისი, 20:00) უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეკარე რკინის ხასიათითა და ფენომენალური უნარებით - ტალანტი საბა ასანიძე | კონტრ-შეტევა
მეკარე რკინის ხასიათითა და ფენომენალური უნარებით - ტალანტი საბა ასანიძე | კონტრ-შეტევა