ენრიკე: პეპი ყველა დროის საუკეთესოა, რასაც ის აკეთებს, ეს უნარი მხოლოდ რჩეულებს აქვთ
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტიდან” წასვლის შესახებ გავრცელებულ სიახლეებზე კომენტარი გააკეთა.
„მე არ მჯერა, რომ პეპ გუარდიოლა მიდის. ამის არ მჯერა და არც მინდა დავიჯერო, რადგან ვისურვებდი, რომ ის კიდევ მრავალი წლით დარჩეს.
როცა ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ის მეკითხებოდა ამ სამუშაოს შესახებ. მას ყოველთვის ჰქონდა ნაკრების მწვრთნელობის სურვილი. არ ვფიქრობ, რომ ის იტალიას ჩაუდგება სათავეში, მაგრამ არც ამის გამორიცხვა შეიძლება.
ვისურვებდი პეპის ხილვას უმაღლეს დონეზე კიდევ მრავალი წლის განმავლობაში, რადგან ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. ის ხომ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია. არა ტიტულების რაოდენობის გამო, არამედ იმის გამო, რასაც გადასცემს, როგორ აკეთებს ამას, როგორ შეცვალა თამაში, როგორ ბედავს ცენტრალური მცველების გადანაცვლებას ან განაპირა მცველების ცენტრში შეწევას.
ერთ დღესაც ის ცენტრალურ მცველებს შეტევაში გაუშვებს და ყველა დაიწყებს მის კოპირებას. ძალიან ცოტას აქვს ასეთი უნარი. მხოლოდ რჩეულებს. და ამაში ის ნომერ პირველია“,
- განაცხადა ენრიკემ Movistar Plus-თან ინტერვიუში.
აქვე გეტყვით, რომ თავად გუარდიოლას ჯერჯერობით „მანჩესტერ სიტიდან" თავისი წასვლა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა პრესა ამის შესახებ აქტიურად წერს.