„ფეხბურთელობა ბევრად უფრო ადვილია, ბარსამ ღირსეულად მოიგო“ - მოურინიო არბელოაზე
ჟოზე მოურინიომ უპასუხა შეკითხვას ალვარო არბელოას სირთულეების შესახებ „რეალში“, რომელმაც ამ სეზონში ერთი ტიტულიც ვერ მოიგო და შიდა სამზარეულოში უკიდურესად დაძაბული ვითარება აქვს.
„მტკივა, რადგან თქვენ ეს სწორად აღნიშნეთ - ის ჩემი მეგობარია, ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ჩემთვის, როგორც ფეხბურთელმა, სული და სიცოცხლე გაიღო. ჩემსა და „რეალს“ შორის ეს კავშირი ყოველთვის არსებობს და როცა ალვარო მწვრთნელი გახდა, ის კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩემი სურვილია, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდეს.
მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება ასეთია და, როგორც ვეუბნები ხოლმე ჩემს ყოფილ ფეხბურთელებს, რომლებიც მწვრთნელები გახდნენ: მოიცადეთ ორიოდე წელი და ნახავთ, რამდენი ჭაღარა თმა გაგიჩნდებათ. ახლა უკვე იცით, რომ ფეხბურთელობა გაცილებით მარტივია, ვიდრე მწვრთნელობა. ვგრძნობ, რომ ეს ასეც იყო.
„ბარსელონამ“ მოიგო ლა ლიგა და მათ ღირსეულად გაიმარჯვეს“,
– განაცხადა „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე.
როგორც მოსალოდნელია, უახლოეს 1-2 კვირაში ჟოზე მადრიდის „რეალს“ ჩაიბარებს. ამის შესახებ პრაქტიკულად ყველა წამყვანი ევროპული გამოცემა წერს.