კაკაბაძის მორიგი აღიარება ლა ლიგა 2-ში
Aa
Aa

კაკაბაძის მორიგი აღიარება ლა ლიგა 2-ში

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის 33-ე ტურში ''ხიმნასტიკმა'' საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა ''ლუგო.'' მესამე გოლისას ბრწყინვალედ იმოქმედა ოთარ კაკაბაძემ, 22 წლის მარჯვენა მცველმა საგოლე გადაცემა შეასრულა. ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველი მცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. კაკაბაძის თანაგუნდელთაგან კიდევ ერთი ფეხბურთელი, ტეტე მორენტეც მოხვდა სიმბოლურ გუნდში.

კაკაბაძის დრიბლინგი და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა.

''ხიმნასტიკი'' არასტაბილური ასპარეზობით გამოირჩევა, უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან 2 მოიგო და სამ მატჩში მარცხი განიცადა. სეზონის სტარტზე კლუბის მიზანი ლა ლიგაში აღზევება იყო, თუმცა 33 ტურის შემდეგ ''ხიმნასტიკი'' გასავარდნ ზონასთან ახლოსაა, 22 გუნდს შორის 39 ქულით მე-16 ადგილზეა, გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 6 ქულა აშორებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში 27 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი ''ბარსელონას'' სარეზერვო გუნდს შეუგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

''ხიმნასტიკი'' შემდეგ მატჩს  8 აპრილს საკუთარ მოედანზე ''ვალიადოლიდის'' წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები