„მამარდაშვილს აქვს პოტენციალი, ლივერპულის პირველი მეკარე გახდეს“ - Anfield Index
ბრიტანული გამოცემა Anfield Index-ის პოდკასტში, ჟურნალისტმა დევიდ ლინჩმა მერსისაიდული კლუბის მეკარეებზე, ალისონ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
„იტალიიდან, კერძოდ კი „იუვენტუსიდან“ ალისონს რეალური შეთავაზება აქვს. ვფიქრობ, ამ საკითხში კლუბი გადაწყვეტილების მიღებას ბრაზილიელს მიანდობს, ისე როგორც სხვა დამსახურებული ფეხბურთელების შემთხვევაში მოხდა - „თუ წასვლა გინდა, მადლობა ყველაფრისთვის, შეგიძლია წახვიდე“.
ნაწილობრივ, „ლივერპული“ ამისთვის ემზადებოდა, როცა გიორგი მამარდაშვილი გაიფორმა. მას აქვს პოტენციალი, რომ გუნდის პირველი მეკარე გახდეს. საბოლოო ჯამში, კლუბი ალისონის გადაწყვეტილებას დაელოდება“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ბრაზილიელმა მეკარემ და ლივერპულმა კონტრაქტი ერთი წლით, 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს. ამის შემდეგ ალისონის გადაბირების სურვილი „იუვენტუსმა“ გამოთქვა - დატოვებს თუ არა ბრაზილიელი „ენფილდს“ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.
აქვე გეტყვით, რომ ამჟამად ალისონიც და მამარდაშვილიც ტრავმირებულები არიან, თუმცა მოედანზე დაბრუნებასთან უფრო ახლოს ბრაზილიელია. შესაძლოა ის განაცხადში უკვე უახლოეს ტურში, „ჩელსისთან“ შეხვედრაში ვიხილოთ.