ბრუნოს, კუნიას და მაგუაიერს კერიკის დარჩენა სურთ | იუნაიტედი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს
ბენ იაკობსის ინფორმაციით, მაიკლ კერიკი მან. იუნაიტედის ხელმძღვანელობასთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს ელოდება, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ ფავორიტად განიხილება. მიუხედავად ამისა, კლუბს სურს, რომ შერჩევის პროცესი საფუძვლიანად წარიმართოს და სხვადასხვა კანდიდატს გაესაუბრონ. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება კლუბის გეგმას არ შეცვლის. კერიკის მიმართ გუნდის შიგნით დიდი ნდობაა, არაერთ წამყვან ფეხბურთელს, მათ შორის ბრუნო ფერნანდეშს, მატეუშ კუნიასა და ჰარი მაგუაიერს ინგლისელი სპეციალისტის დარჩენა სურთ.
ბენ იაკობსი კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. კერიკი უკვე აქტიურადაა ჩართული მომავალი სეზონის სატრანსფერო და სელექციის საკითხებზე გამართულ შეხვედრებში. საგულისხმოა ისიც, რომ ვიდრე ტომას ტუხელი ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებდა, მანჩესტერ იუნაიტედს კანდიდატთა სიაში მისი შეყვანაც სურდა.
44 წლის კერიკი იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად იანვარში დაინიშნა, მისი ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგაში 14-დან 10 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 2 დათმო.