ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Givemesport-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-შია

ბრიტანულმა გამოცემამ, Givemesport-მა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩის შემდეგ, რომელიც ფრანგებმა 5:4 მოიგეს, „ოქროს ბურთის“ საკუთარი რეიტინგი განაახლა. ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-ში პირველად შეიყვანეს და ქართველი გარემარბი მეშვიდე პოზიციას იკავებს.

„როდესაც მოედანზე გადის, ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრების მოხიბვლას ყოველთვის ახერხებს. ქართველი ჯადოქარი 1-1-ზე თამაშის ნამდვილი ოსტატია და მეტოქე გუნდების განაპირა მცველებს შიშის ზარს სცემს.

თუმცა, ის მხოლოდ საოცარი დრიბლიორი არ არის. კვარაცხელიას უკვე 25-ზე მეტი საგოლე მოქმედება აქვს და დიდი შანსია, კვლავ გადამწყვეტი როლი შეასრულოს იმაში, რომ პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგოს“, — წერს ბრიტანული გამოცემა.

ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ ლუის დიასს (მეექვსე), კილიან მბაპეს (მეხუთე), უსმან დემბელეს (მეოთხე), ლამინ იამალს (მესამე), მაიკლ ოლისეს (მეორე) და ჰარი კეინს (პირველი) ჩამორჩება. Goal-ის რეიტინგში „კვარა“ მე-11 პოზიციაზეა, თუმცა ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ ტოპ 20-ის განახლებაა მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შემთხვევაში, ოქროს ბურთის მოგების რეალური პრეტენდენტი იქნება“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა
„ამ შემთხვევაში, ოქროს ბურთის მოგების რეალური პრეტენდენტი იქნება“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა