იმედა აშორტია
Aa
Aa

ბუნიოდკორს საოცარი გოლი გაუტანა | აშორტიას შედეგიანი მატჩები უზბეკეთში

უზბეკეთის სუპერლიგის მე-10 ტურში ანდიჟანმა სამარყანდის დინამო 2:1 დაამარცხა. სტუმრებმა ანგარიში 52-ე წუთზე გახსნეს და 81-ე წუთამდე იგებდნენ, თუმცა 81-ე წუთზე 29 წლის ქართველმა ფორვარდმა იმედა აშორტიამ შორი მანძილიდან მეკარისაგან ახლო კუთხეში გაიტანა, ანგარიში გათანაბრდა. მალევე, ანდიჟანმა მეორე გოლი გაიტანა და 3 ქულა მოიპოვა.


იმედა აშორტიამ 2025 წლის სეზონი ასევე უზბეკურ ბუნიოდკორში გაატარა, უზბეკეთის ჩემპიონატის 30 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ზამთარში კარიერა ანდიჟანს დაუკავშირა, სეზონის სტარტზე 7-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, თუმცა ბოლო ორ ტურში შეაგდო, ყოფილ გუნდ ბუნიოდკორთან ბრწყინვალე გოლი გაიტანა, დღეს კი ანგარიში გაათანაბრა.

მიმდინარე სეზონში 9 მატჩის მის აქტივში 3 საგოლე მოქმედებაა, 2 გოლი და 1 საგოლე პასი.

უზბეკეთის 16-გუნდიან სუპერლიგაში ამ მომენტისთვის ანდიჟანი 13 ქულით მე-8 ადგილზეა, საუკეთესო სამეულთან სხვაობა მხოლოდ 6 ქულას შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა ჯუღელთან აღარ თანამშრომლობს | ბადრი კვარაცხელიას კომენტარი
ხვიჩა ჯუღელთან აღარ თანამშრომლობს | ბადრი კვარაცხელიას კომენტარი