ვოლკოვის ეფექტური გოლი - ქართველმა 7-მატჩიანი უიღბლო სერია დაასრულა
აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურში დავით ვოლკოვმა სუპერგოლი გაიტანა. „ზირა“ სტუმრად „თურანთან“ 0:1 მარცხებოდა და მატჩის 59-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა გრძელი გადაცემა მშვენივრად მიიღო და მეტოქე გუნდის მეკარეს ბურთი თავზე ოსტატურად გადაუგდო. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და სტუმრებმა ქულა სწორედ დავითის წყალობით აიღეს.
ვოლკოვისთვის ეს მიმდინარე სეზონში რიგით მეშვიდე გოლი გახლდათ და შვიდივე აზერბაიჯანის ჩემპიონატში ჩაატარა. ტრავმის გამო ქართველმა ფორვარდმა წელს მხოლოდ 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ოცი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო სამ შემთხვევაში მატჩში ცვლილებაზე ჩაერთო. რაც შეეხება „ზირას“ მეორე ქართველ ლეგიონერს, გიორგი პაპუნაშვილი დღევანდელ თამაშში სათადარიგოთა სკამზე იყო.
ცნობისათვის, 29 ტურში დაგროვებული 46 ქულით „ზირა“ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება და მესამეადგილოსან „თურანს“, რომელსაც დღეს დაუპირისპირდება ათი ქულით ჩამორჩება.