რეალური საგოლე შანსები ვერ გამოიყენა | მარტინომ ლობჟანიძე სკამზე დასვა
MLS-ში ტორონტო შინ ტატა მარტინოს გაწვრთნილ ატლანტა იუნაიტედთან 1:2 დამარცხდა. 2026 წლის სეზონში პირველად მარტინომ ლობჟანიძე სათადარიგოთა სკამზე დასვა და არ ათამაშა. ტორონტოსთან მატჩის წინ ატლანტა იუნაიტედი ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან დამარცხდა, ამ მატჩში საბა სასტარტო 11-ეულში იყო, თუმცა ბოლო ფაზაში თავი ცუდად წარმოაჩინა, პირველ ტაიმში შეტევა კარგად განავითარა, თუმცა ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა და შემდეგ დამატებაზე მისმა თანაგუნდელმა შეაგდო. მეორე ტაიმში კონტრშეტევის განვითარების ბრწყინვალე შანსი ხელიდან გაუშვა, საუკეთესო ფორმაში მყოფი საბა ორივე მომენტს გამოიყენებდა.
საბა ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან მატჩში
2024 წლის 20 ოქტომბერს საბამ ორლანდოს გაუტანა, მას შემდეგ MLS-ში გოლი არ გაუტანია, მისი უგოლო სერია 42-მატჩიანია.
2025 წლის სეზონში სასტარტო 11-ში ხშირად ხვდებოდა, 33 მატჩში 7 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მთავარ მწვრთნელად არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას ყოფილი თავკაცი ტატა მარტინო დაუნიშნეს, საბა 10-დან ოთხ მატჩში სასტარტოში იყო, ხუთ შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა, ბოლო მატჩში ტორონტოსთან კი ბოლომდე სკამზე იჯდა. არგენტინელი სპეციალისტი ქართველს დიდ ნდობას არ უცხადებს, თუმცა ფაქტია, რომ ქართველმა ნიუ ინგლენგ რევოლუშენთან მიღებული შანსი ვერ გამოიყენა.