ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილი ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა - შტურმმა ლასკთან ქულა აიღო

ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო რაუნდის მორიგ ტურში მეორე ადგილზე მყოფმა „ლასკმა“ ლიდერ „შტურმს“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველიდან მხოლოდ ერთი მათგანი ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში მე-13 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა, ხოლო გიზო მამაგეიშვილი ცვლილებაზე შევიდა.

მეათე წუთზე გრაცელები ოთარმა დააწინაურა, რომელმაც როგორც სჩვევია, 11-მეტრიანი დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. კიტეიშვილმა შეუცვლელად იასპარეზა და ათბალიანი სისტემით 6,9 მეათედი შეფასება დაუწერეს. მან კარისკენ ორჯერ დაარტყა, პასები 80-პროცენტიანი (20-დან 16) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 34-ჯერ შეეხო და ერთხელ სახიფათო სიტუაცია განმუხტა.

რაც შეეხება მამაგეიშვილს, „იბერიას“ ყოფილი კაპიტანი ცვლილებაზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. გიზოს ოთხი პასიდან ოთხივემ ადრესატამდე მიაღწია, ბურთს ის საერთო ჯამში ათჯერ შეეხო, სამჯერ დაკარგა და ერთხელ მასპინძლების სახიფათო იერიში ჩაშალა.

ცნობისათვის, 27 ტურის შემდეგ „შტურმი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მეორეზე მყოფ „ლასკთან“ 2-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა. მომდევნო ტურში გრაცელები ისევ „ლასკს“, ამჯერად საკუთარ სტადიონზე შეხვდებიან და მატჩი 22 აპრილს, თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორე მატჩში - ზივზივაძის ბრწყინვალე გოლი
ზედიზედ მეორე მატჩში - ზივზივაძის ბრწყინვალე გოლი