შოკისმომგვრელი ფაქტი შვედეთში - საფეხბურთო მატჩზე ქალბატონი გააუპატიურეს
Aa
Aa

შოკისმომგვრელი ფაქტი შვედეთში - საფეხბურთო მატჩზე ქალბატონი გააუპატიურეს

შვედეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნით მატჩში სტოკჰოლმში, ''ტელე2 არენაზე'' საზარელი ფაქტი დაფიქსირდა,  ადგილობრივ სამართალდამცავთა ცნობით სტადიონის საპირიფარეშოში ქალბატონი გააუპატიურეს, რომელიც შემდგომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულზე ტრავმები აღენიშნებოდა. ამ ეტაპზე დანაშაულის ჩამდენი უცნობია. thesun-ის  ცნობით ქალბატონზე ძალადობა მატჩის მიმდინარეობისას დაფიქსირდა.

''ტელე2 არენაზე'' ''ჰამარბიმ'' შინ 3:1 დაამარცხა ''სირიუსი.'' გამარჯვებულთაგან ჰეთ-თრიქი ჯილოან ჰამადმა შეასრულა, რომელიც წარმოშობით ირანელია, ბაქოშია დაბადებული და შვედეთის ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები