ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები 14-15 აპრილს გაიმართება. განმეორებითი მატჩების წინ Opta-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზები გაგვიზიარა და ნახევარფინალში გასვლის ფავორიტები დაასახელა.
საუკეთესო ოთხ გუნდში მოხვედრის ყველაზე კარგი შანსი „არსენალს“ აქვს. ლონდონელებმა „სპორტინგს“ პირველი შეხვედრა სტუმრად 1:0 მოუგეს და Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, 88.38 პროცენტია ალბათობა იმისა, რომ ისინი მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებენ.
მეორე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენია“, რომლის მეტოქეც გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული გახლავთ“. „კვარას“ გუნდმა „პარკ დე პრენსზე“ 2:0 იმარჯვა და Opta-ს მიხედვით, ნახევარფინალში გასვლის 83.75-პროცენტიანი შანსი აქვს. ლუის ენრიკეს ბიჭების შემდეგ „ბაიერნი“ მოდის. „რეკორდმაისტერმა“ „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2:1 აჯობა და 83.68 პროცენტია ალბათობა იმისა, რომ ტოპ 4-ში შევლენ.
„ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ სტუმრად 2:0 მოუგო და 79.61 პროცენტია იმის შანსი, რომ „ბლაუგრანა“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება. Opta-ს სუპერკომპიუტერი ტურნირის ფავორიტად კვლავინდებურად „არსენალს“ ასახელებს (34.48 პროცენტი), „ბაიერნი“ მეორე ადგილზე იმყოფება, „პარი სენ-ჟერმენი“ კი — მესამეა.