კუნჭულიას გამარჯვების გოლი | 17-წლამდე ნაკრებმა ანდორა დაამარცხა
17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ლიგის სარეიტიგო ხასიათის ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ანდორასთან გამართა, სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა, მატჩში ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე სანდრო კუნჭულიამ გაიტანა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ჭელიძე, ლოლუა, ანდრია ფოცხვერია, კილაძე, შარიქაძე (კაპიტანი), გერგედავა (შარვაშიძე 77), ავდოევი, გაზდელიანი (ლაგვილავა 69), კუნჭულია, ჯამარაული (ხატოიანი 68), მიქაუტაძე
პირველ ტურში სან მარინოსთან გამართული მატჩისგან განსხვავებით ანდრია ფოცხვერიამ და ჯამარაულმა სასტარტო 11-ში ითამაშეს, ხატოიანი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში, გეთიაშვილი სამატჩო განაცხადში არ იყო.
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჯგუფური ეტაპის მასპინძელ სან მარინოსთან ქულა მოვიპოვეთ, 1:4 მოვიგეთ. 21-ე წუთზე სან მარინოს ნაკრების მცველმა ვიქტორ ჯურდაინის ავტოგოლი დაფიქსირდა, სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი ამ გოლით მოიგო. 58-ე წუთზე ალესანდრო ჩაჩიმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ოთხ წუთში, 62-ე წუთზე სანდრო მიქაუტაძემ დაგვაწინაურა. 67-ე წუთზე ლუკა შარიქაძის საგოლე პასით რეზი გაზდელიანმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 90-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში გიორგი ჯამარაულმა დააფიქსირა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა.
სან მარინოსთან ამ შემადგენლობით ვითამაშეთ: ჭელიძე, შარიქაძე (კაპიტანი) (ცირამუა 80), კილაძე, გეთიაშვილი, ლოლუა, გერგედავა (ლაგვილავა 62), ავდოევი, კუნჭულია, ხატოიანი (ჯამარაული 62), მიქაუტაძე (არი დემირი 85), გაზდელიანი (კალაძე 80)
ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, 16 აპრილს უელსს შევხვდებით, რომელიც მეორე ტურში სან მარინოსთან 1:0 დამარცხდა.
ფოტო: Nakrebi.ge