„მართალია, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მაგრამ...“ - ხვიჩამ მიზნებზე ისაუბრა
ცნობილმა ფრანგულმა ტელევიზია Telefoot-მა საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადა.
სამწუხაროდ, მოკლემეტრაჟიანი ფილმი მხოლოდ ტელევიზიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დევს და საქართველოდან დაინტერესებულ მომხმარებელს, რეგიონის შეზღუდვის გამო ფილმის სრულად ნახვა არ შეუძლია.
Telefoot-მა სოციალურ ქსელში ხვიჩასთან ჩაწერილი კომენტარის რამდენიმეწამიანი ნაწილი ატვირთა, რომელშიც ქართველი ვარსკვლავი პსჟ-სა და საქართველოს ნაკრებში განსახორციელებელ მიზნებზე საუბრობს.
„მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო დონეზე ჩემი უდიდესი ოცნება ავიხდინე და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, კვლავ მინდა პსჟ-სთან ერთად ბევრი ტიტულის მოპოვება და ჩემს ქვეყანასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში.“
« Je veux toujours gagner beaucoup de titres avec le PSG et jouer la Coupe du Monde avec mon pays. »
— Téléfoot (@telefoot_TF1) April 12, 2026
Khvicha Kvaratskhelia veut continuer à écrire l’histoire avec Paris et la Géorgie ???????????? @BastienAL pic.twitter.com/gqtns2mz6d
ფრანგულმა ტელევიზიამ ხვიჩა კვარაცხელიას გარდა პსჟ-ს რამდენიმე ვეტერანი ფეხბურთელი ჩაწერა, მათ შორის ჟერემი მენეზი, ხავიერ პასტორე და სხვები. ასევე, სიუჟეტში გვხვდებიან ქართული სპორტის ქომაგებიც, რომლებიც ქართულ ფეხბურთში ხვიჩა კვარაცხელიას საკვანძო როლზე საუბრობენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს