ხვიჩა კვარაცხელია, ხავიერ პასტორე
Aa
Aa

„მისი თამაშის ყურება ძალიან მსიამოვნებს“ - მენეზი და პასტორე ხვიჩაზე

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა, ხავიერ პასტორემ და ჟერემი მენეზმა ფრანგულ ტელევიზია Telefoot-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს და ქართველი ფეხბურთელის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალეს.

Telefoot-მა ცოტა ხნის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გადაღებული ფილმი გაუშვა თავის ეთერში, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველ მაყურებელს ქვეყნის შეზღუდვის გამო ამ ფილმის ხილვა არ შეუძლია. მენეზის და პასტორეს კომენტარებიც სწორედ ამ ფილმში გვხვდება. Telefoot-მა ფეხბურთელების კომენტარის რამდენიმეწამიანი მონაკვეთი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ხავიერ პასტორე:

„ის ძალიან ძლიერი და სწრაფია, ბურთს კი დაუჯერებლად ურტყამს. ვგავართ თუ არა ერთმანეთს? ვფიქრობ, ჩვენ განსხვავებული სათამაშო სტილი გვაქვს, მაგრამ მისნაირი ფეხბურთელების ყურება ძალიან მსიამოვნებს.“

ჟერემი მენეზი:

„როდესაც მარცხენა ფლანგზე თამაშობს, ძალიან არაპროგნოზირებადია. ისიც მართალია, რომ მის ფეხბურთში გარკვეულწილად საკუთარ თავსაც ვხედავ. სისწრაფის, ტექნიკისა და თამაშის მანერის გამო — ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი.“

პარიზულ გუნდში გადასვლის დღიდან, ხვიჩა გუნდში სწრაფად იქცა საკვანძო ფიგურად, რაც მისი შრომისუნარიანობისა და გუნდურობის დამსახურებაა. მისმა თამაშმა არა მხოლოდ კლუბის შიგნით დაიმსახურა მოწონება, არამედ ყოფილი ფეხბურთელების აღიარებაც მოიპოვა. მოსალოდნელია, რომ ქართველი გარემარბი კვლავ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მომავალ დაპირისპირებაში „ლივერპულის“ წინააღმდეგ ენფილდზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მართალია, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მაგრამ...“ - ხვიჩამ მიზნებზე ისაუბრა
„მართალია, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მაგრამ...“ - ხვიჩამ მიზნებზე ისაუბრა