გიორგი მამარდაშვილი, ვირჯილ ვან დაიკი
Aa
Aa

„იმედი მაქვს, მისი სეივები მნიშვნელოვანი აღმოჩნდება“ - ვან დაიკი მამარდაზე

ლივერპულის კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში „პარი სენ-ჟერმენთან“ 2-0 მარცხის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის სეივებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მეკარის მიერ მოგერიებული ბურთები გუნდს ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარება.

რას ამბობს ვან დაიკი:

„იმედია, ეს სეივები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. ცხადია, შარშან აქ ვითამაშეთ მატჩი, რომელიც წესით უნდა წაგვეგო, მაგრამ მოვიგეთ. მაშინ ალისონს ალბათ თავისი კარიერის საუკეთესო თამაშის ჩატარება მოუწია, თუმცა „ენფილდზე“ საქმის ბოლომდე მიყვანა მაინც ვერ შევძელით. ახლა 2-0 ვაგებთ და მომავალ კვირას განსაკუთრებული თამაშის ჩვენება მოგვიწევს. მაგრამ მანამდეც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, ამიტომ ჯერ მასზე ვართ ფოკუსირებულნი.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პარი სენ-ჟერმენთან 2:0 დამარცხდა. მერსისაიდელთა ნაკრში გოლები დეზირე დუემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს. გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება 14 აპრილს, „ენფილდზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეეძლო ნახევარი, ან ერთი მეტრით უკან მდგარიყო“ - ჯერარდი მამარდაშვილზე
„შეეძლო ნახევარი, ან ერთი მეტრით უკან მდგარიყო“ - ჯერარდი მამარდაშვილზე