„შეეძლო ნახევარი, ან ერთი მეტრით უკან მდგარიყო“ - ჯერარდი მამარდაშვილზე
ლივერპულის ლეგენდარულმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის შემდეგ პირველი გოლის ეპიზოდზე ისაუბრა და დეზირე დუეს დარტყმის ეპიზოდში, გიორგი მამარდშვილის მიერ შერჩეული პოზიცია შეაფასა.
რას ამბობს ჯერარდი:
„ალბათ შეეძლო ნახევარი მეტრით, ან ერთი მეტრით უფრო უკან მდგარიყო, არანაირი მიზეზი არ არსებობდა საიმისოდ, რომ ასე წინ გამოსულიყო. დასანანია და შესაძლოა ცოტა მკაცრი შეფასებაცაა, მაგრამ თუ მეკარეთა სოლიდარობას გვერდზე გადავდებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ შეეძლო ოდნავ უფრო უკან ყოფილიყო. მაშინ, შესაძლოა მოეხერხებინა ბურთის ხარიხას ზემოთ მოგერიება“.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პარი სენ-ჟერმენთან 2:0 დამარცხდა, მეორე გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება 14 აპრილს, „ენფილდზე“ გაიმართება.