ჰარი კეინი, კილიან მბაპე, მანუელ ნოიერი, ლუის დიასი, მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

საფეხბურთო შოუ შედგა | ბაიერნმა რეალს ბერნაბეუზე მოუგო და ნოიერი MVP გახდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის რეალისა და ბაიერნის შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

გერმანულმა გუნდმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა, ვინისიუსმა ბურთი დაკარგა და ბაიერნმა სწრაფი შეტევა წამოიწყო, კეინი-გნაბრი-დიასის კომბინაცია კოლუმბიელის გოლით დასრულდა. დიასმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა (8 საგოლე მოქმედება).

მეორე ტაიმში ბაიერნმა სწრაფი გოლი გაიტანა, რეალმა ბურთი თამაშში შეიყვანა და მალევე დაკარგა, მაიკლ ოლისეს საგოლე პასის შემდეგ ჰარი კეინმა ლუნინს დაბალ კუთხეში დაურტყა. აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა გოლი მეორე ტაიმის მე-20 წამზე შეაგდო.

რეალს გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ერთი გამოიყენა. ცვლილებაზე გამოსულმა კილიან მბაპემ 74-ე წუთზე ანგარიში შეამცირა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ 40 წლის მანუელ ნოიერი დასახელდა, რომელმაც არაერთი რთული დარტყმა მოიგერია. მის აქტივში 9 „სეივია''.

 

საპასუხო მატჩი მიუნხენში 15 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Athletic: ჩელსი და €2.3 მილიარდი - აბრამოვიჩი დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან დაპირისპირებისთვის ემზადება
The Athletic: ჩელსი და €2.3 მილიარდი - აბრამოვიჩი დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან დაპირისპირებისთვის ემზადება