კრიშტიანუ რონალდუ, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„მის გარეშე პორტუგალია საშუალო დონის გუნდია“ | ჟოზე რონალდუს მნიშვნელობაზე

„ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, პორტუგალიის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც მექსიკასთან ფრედ, 0:0 დასრულდა. „განსაკუთრებულმა“ კრიშტიანუ რონალდუს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი გუნდისთვის აუცილებელი ფეხბურთელია.

„კრიშტიანუ რონალდუს გარეშე პორტუგალიის ნაკრები საშუალო დონის გუნდივით გამოიყურება. ხალხი ისევ ითხოვს, რომ ის ეროვნულ გუნდში არ გამოიძახონ. არ ითამაშა რონალდუმ და ყველამ ვნახეთ, რა შედეგიც მივიღეთ.

კრიშტიანუს არყოფნაში არანაირი საფრთხე არ იყო და მეტოქე შიშს არ გრძნობდა. პორტუგალიის ნაკრები უბრალოდ იყო გუნდი, რომელიც მექსიკის წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. როდესაც რონალდუ მოედანზეა, მოწინააღმდეგეები ფრთხილად არიან. მის გარეშე მეტოქეებს დაფიქრებაც კი არ სჭირდებათ.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. „სელესაო“ K ჯგუფში იმყოფება და უზბეკეთისა და კოლუმბიის გარდა, მასთან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ან იამაიკა მოხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავდაჯერება აუმაღლდა“ | რას წერს ბრიტანული პრესა მამარდაშვილზე
„თავდაჯერება აუმაღლდა“ | რას წერს ბრიტანული პრესა მამარდაშვილზე